მენეჯმენტი

კომპანიას ხელმძღვანელობს ქ-ნი ქეთევან დარსაძე. მას აქვს ფინანსების სფეროში წარმატებული მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. ასევე, კომპანიის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შუა რგოლის მენეჯერები: შიდა აუდიტი, სალაროს გამგე, უფროსი ოპერატორი (საოპერაციოს უფროსი), ფინანსური მონიტორინგის მენეჯერი, მთავარი ბუღალტერი.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული მენეჯერები ხასიათდებიან მაღალი პროფესიონალიზმით და სრულიად შეესაბამებიან დაკავებულ პოზიციას, როგორც განათლებით, ასევე პიროვნული თვისებებით. ასევე, კომპანია სისტემატიურად ატარებს ტრეინინგებს და სემინარებს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და სიახლეებთან ადაპტირების მიზნით.