სესხები

სააქციო საზოგადოება „ალფა ექსპრესის“ მიზანია უზრუნველყოს მომხმარებელთა მარტივი, ხარისხიანი და სწრაფი საფინანსო მომსახურება. მოერგოს თითოეულ კლიენტს და სრულად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.

ჩვენი საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მცირე და საშუალო სესხები, რომელიც განკუთვნილია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

     „ალფა ექსპრესში“ შეგიძლიათ აიღოთ სამომხმარებლო სესხი ნებისმიერი ფინანსური საჭიროებისათვის.

  • სესხების მოცულობა 500 –დან 100,000 ლარამდე.
  • საპროცენტო განაკვეთი თვეში 2,5%-დან.
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35,66 %-დან.

 

   სამომხმარებლო სესხების ტიპები:

  • სახელფასო სესხი
  • იპოთეკური სესხი
  • ავტო სესხი

     

       სახელფასო სესხი 

  სახელფასო სესხის მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლო 6 თვის სახელფასო ამონაწერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 500-1000 ლარამდე სესხისთვის საჭიროა 2 თავდები პირი, ხოლო 1001-1500 ლარამდე თანხის მოთხოვნის შემთხვევაში – 3 თავდების წარმოდგენა. თავდებმა პირებმაც ასევე უნდა წარმოადგინონ ბოლო 6 თვისსახელფასო ამონაწერებები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. 

სესხის დაფარვა ხორციელდება თანაბარი გადახდებით, თვეში ერთხელ. კლებადი საპროცენტო სარგებლის (ანუიტეტის) პრინციპის საფუძველზე.

                              
      იპოთეკური სესხი

სესხის პირობები:

  • სესხის მოცულობა 500 – 100 000 ლარი
  • სესხის მაქსიმალური ვადა: 10 წელი
  • საპროცენტო განაკვეთი თვეში 2,5%
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35,66 %
  • სესხის გადახდა თვეში ერთხელ
  • მსესხებლის ასაკი 21-65 წლამდე
  • შესაძლებელია სესხის დაფარვა საშეღავათო პერიოდით

იპოთეკური სესხის მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

   ავტო სესხი

სესხის პირობები:

  • სესხის მოცულობა 500 –დან 20 000 ლარამდე.
  • საპროცენტი განაკვეთი: თვეში 3 %
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 45,76 %
  • ავტომობილის ტარების უფლებით
  • სესხის მაქსიმალური ვადა: 4 წელი
  • სესხის გადახდა თვეში ერთხელ
  • მსესხებლის ასაკი 21-65 წლამდე
  • შესაძლებელია სესხის დაფარვა საშეღავათო პერიოდით 

ავტო სესხის მისაღებად მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს ავტო მანქანის ტექნიკური პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.