ჩვენ შესახებ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა ექსპრესი“ 2006 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს და სთავაზობს მომხმარებლებს ისეთ ფინანსურ პროდუქტებს, როგორებიცაა: სწრაფი ფულადი გზავნილები, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით, როგორც გაგზავნა, ასევე მიღება, სალომბარდო სამომხმარებლო და ბიზნესსესხები, სხვადასხვა ტიპის გადახდები, ასევე ღებულობს ფულად სახსრებს სესხის სახით კერძო პირებისგან და სთავაზობს მათ, დღესდღეობით საქართველოს საფინანსო ბაზარზე არსებულ, მსგავს შემოთავაზებებთან შედარებით, საკმაოდ კონკურენტულ პირობებს. 

მისია და ხედვა

მისია- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ალფა-ექსპრესის“ მისიაა მომხმარებლის უზრუნველყოფა ადვილად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი საფინანსო მომსახურეობით.  ჩვენ საქმიანობას ძირითადად წარმოადგენს სამომხმარებლო სესხების შეთავაზება. ჩვენ გვჯერა, რომ მაქსიმალურად მორგებული ფინანსური სერვისის შეთავაზებით ხელს შევუწყობთ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და არსებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ხედვა- „ალფა-ექსპრესის“ ხედვაა, გავხდეთ უპირატესი არჩევანი მოსახლეობისათვის, უზრუნველვყოთ ისინი ეფექტური, მაღალპროფესიული და მომხმარებელზე ორიენტირებული  მომსახურებით, რაც ხელს შეუწყობს მათი მიზნების განხორციელებას.

მენეჯმენტი

კომპანიას ხელმძღვანელობს ქ-ნი ქეთევან დარსაძე. მას აქვს ფინანსების სფეროში წარმატებული მოღვაწეობის დიდი გამოცდილება. ასევე, კომპანიის მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შუა რგოლის მენეჯერები: შიდა აუდიტი, სალაროს გამგე, უფროსი ოპერატორი (საოპერაციოს უფროსი), ფინანსური მონიტორინგის მენეჯერი, მთავარი ბუღალტერი.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთხსენებული მენეჯერები ხასიათდებიან მაღალი პროფესიონალიზმით და სრულიად შეესაბამებიან დაკავებულ პოზიციას, როგორც განათლებით, ასევე პიროვნული თვისებებით. ასევე, კომპანია სისტემატიურად ატარებს ტრეინინგებს და სემინარებს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების და სიახლეებთან ადაპტირების მიზნით.